ნიდერლანდების ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარკ რუტემ დღეს ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობა გადაიბარა.
ცერემონია ალიანსის შტაბ-ბინაში მიმდინარეობს, რის შემდეგაც მარკ რუტე პირველ პრესკონფერენციას გამართავს, გეგმებზე და ალიანსის გამოწვევებზე ისაუბრებს.
17-18 ოქტომბერს, ბრიუსელში ნატო-ს შტაბ-ბინაში ნატო-ს 32 წევრი სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრების ყოველწლიური საშემოდგომო შეხვედრა გაიმართება, მომდევნო შეხვედრა დეკემბერში იგეგმება.
ალიანსის ახალმა გენერალურმა მდივანმა უნდა მოამზადოს 24-26 ივნისის ნატო-ს სამიტი, რომელიც ჰააგაშია დაგეგმილი.
მარკ რუტე ნიდერლანდების ოთხ კოალიციურ მთავრობას 13 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.