მარკ რუტე - ნატო ჩვენი მოკავშირე თურქეთის გვერდით დგას, მტკიცედ ვგმობთ ნებისმიერი ფორმის ტერორიზმს
ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე თურქეთს ავიაკოსმოსური ინდუსტრიის კომპანიაზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის გამო უსამძიმრებს.
როგორც მარკ რუტე სოციალურ ქსელ X-ში წერს, ის თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს ტელეფონით ესაუბრა.
ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, ნატო თურქეთის გვერდით დგას.
„ანკარაში დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ღრმად შემაშფოთებელი ცნობებია. ნატო ჩვენი მოკავშირე თურქეთის გვერდით დგას. ჩვენ მტკიცედ ვგმობთ ნებისმიერი ფორმის ტერორიზმს და მოვლენების განვითარებას თვალს ვადევნებთ“, – აღნიშნა მარკ რუტემ.
ანკარაში ავიაკოსმოსურ კომპანია TUSAŞ-ზე თავდასხმის შედეგად დაღუპულია ოთხი და დაშავებულია 14 ადამიანი. თურქეთი მომხდარს ტერორისტულ თავდასხმად აფასებს.