მარკ რუტე ადასტურებს, რომ ივნისში ჰააგაში დაგეგმილ სამიტზე ნატო-ს წევრი ქვეყნები გეგმავენ, თავდაცვაზე მშპ-ის ხუთი პროცენტის დახარჯვაზე შეთანხმდნენ
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ დაადასტურა, რომ ივნისში ჰააგაში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე წევრი ქვეყნები გეგმავენ, თავდაცვაზე მშპ-ის ხუთი პროცენტის დახარჯვაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.
„ვიმედოვნებ, რომ ჰააგაში, ნატო-ს სამიტზე შევთანხმდებით თავდაცვაზე მშპ-ის ხუთი პროცენტის დახარჯვაზე“, – თქვა რუტემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ აქედან სამი პროცენტი ძირითადი თავდაცვისთვის იქნება გამოყენებული, დანარჩენი კი – სხვა მიზნებისთვის.
როგორც „ბლუმბერგი“ წერს, რუტეს გეგმის მიხედვით, მოკავშირეები ვალდებულებას იღებენ, 2032 წლამდე მშპ-ის 3,5 პროცენტი დახარჯონ თავდაცვის ძირითად ხარჯებზე და დამატებით მშპ-ის 1,5 პროცენტი – თავდაცვასთან დაკავშირებულ ხარჯებზე, როგორებიცაა კიბერუსაფრთხოება და ინფრასტრუქტურა.