მარკ რუტე აცხადებს, რომ უკრაინისთვის განკუთვნილი ჰოლანდიური „ეფ-16“-ის ტიპის რაკეტები რუმინეთში ორ კვირაში ჩავა
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს ინფორმაციით, უკრაინისთვის განკუთვნილი ჰოლანდიური „ეფ-16“-ის ტიპის რაკეტები რუმინეთში ორ კვირაში ჩავა.
„ველოდები,რომ „პატრიოტის“ ტიპის რაკეტები უახლოეს ზამთარში ჩამოვა უკრაინის დასახმარებლად. პირველი ნაწილი გადაიგზავნება რუმინეთის სასწავლო ცენტრში მომდევნო ორი კვირის განმავლობაში“, – აღნიშნა რუტემ.
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის თქმით, მსოფლიოს ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების ფონზე არ უნდა დაავიწყდეს უკრაინის საჭიროებები.
„იმან, რაც ახლა ხდება ღაზაში და ტერორისტულმა თავდასხმამ ისრაელზე, არ და ვერ უნდა გადაგვატანინოს ყურადღება ფაქტისგან, რომ ებრძვით რუსეთის აგრესიას. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ მსოფლიოს შეუძლია ფოკუსირება მოახდინოს როგორც უკრაინაზე, ასევე მიიღოს მონაწილეობა იმაში, რაც ახლა ხდება ახლო აღმოსავლეთში“, – დასძინა რუტემ.