მარკ კლეიტონი - მოხარული ვარ, რომ ნატო-ს სამიტის ფარგლებში შედგა ბრიტანეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების შეხვედრა
მარკ კლეიტონი - მოხარული ვარ, რომ ნატო-ს სამიტის ფარგლებში შედგა ბრიტანეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების შეხვედრა

საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩი მარკ კლეიტონი საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრასთან დაკავშირებით „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

კლეიტონი აღნიშნავს, რომ ნატო-ს საქართველოსთვის გაზრდილი პაკეტის პარალელურად, დიდი ბრიტანეთი დამატებით დაფინანსებას გამოუყოფს საქართველოს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.

„მოხარული ვარ, რომ ნატო-ს სამიტის ფარგლებში შეხვედრა შედგა დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებს შორის. ნატო-ს საქართველოსთვის გაზრდილი პაკეტის პარალელურად, გარე საფრთხეების მიმართ უსაფრთხოებისა და მედეგობის გაძლიერებისთვის, დიდი ბრიტანეთი 5 მლნ ფუნტზე მეტ დამატებით დაფინანსებას გამოყოფს საქართველოსთვის კიბერუსაფრთხოების მიმართულებით“, – წერს მარკ კლეიტონი.