მარკ კლეიტონი – მოხარული ვარ, რომ ნატო-ს სამიტის ფარგლებში შედგა ბრიტანეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების შეხვედრა
საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩი მარკ კლეიტონი საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრასთან დაკავშირებით „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
კლეიტონი აღნიშნავს, რომ ნატო-ს საქართველოსთვის გაზრდილი პაკეტის პარალელურად, დიდი ბრიტანეთი დამატებით დაფინანსებას გამოუყოფს საქართველოს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.
„მოხარული ვარ, რომ ნატო-ს სამიტის ფარგლებში შეხვედრა შედგა დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებს შორის. ნატო-ს საქართველოსთვის გაზრდილი პაკეტის პარალელურად, გარე საფრთხეების მიმართ უსაფრთხოებისა და მედეგობის გაძლიერებისთვის, დიდი ბრიტანეთი 5 მლნ ფუნტზე მეტ დამატებით დაფინანსებას გამოყოფს საქართველოსთვის კიბერუსაფრთხოების მიმართულებით“, – წერს მარკ კლეიტონი.
მოხარული ვარ, რომ ნატო-ს სამიტის ფარგლებში შეხვედრა შედგა 🇬🇧🇬🇪 პრემიერ მინისტრებს შორის. ნატოს 🇬🇪-თვის გაზრდილი პაკეტის პარალელურად, გარე საფრთხეების მიმართ უსაფრთხოებისა & მედეგობის გაძლიერებისთვის, 🇬🇧 £5 მლნ მეტ დამატებით დაფინანსებას გამოყოფს 🇬🇪 კიბერ-უსაფრთხოების მიმართულებით https://t.co/V7M9IG2gbk
— Mark Clayton (@MarkClaytonFCDO) June 29, 2022