მარკ კლეიტონი - ამაყი ვარ იმ როლით, რომელიც ბრიტანეთმა შეასრულა უკრაინის მხარდაჭერისთვის, მოკავშირეებთან ერთად უკრაინის გვერდით ვიდგებით, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება
მარკ კლეიტონი - ამაყი ვარ იმ როლით, რომელიც ბრიტანეთმა შეასრულა უკრაინის მხარდაჭერისთვის, მოკავშირეებთან ერთად უკრაინის გვერდით ვიდგებით, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება

ამაყი ვარ იმ როლით, რომელიც ჩემმა ქვეყანამ შეასრულა უკრაინის მხარდაჭერისთვის და მის ბრძოლაში, დაიცვას გაერო-ს ქარტიის ღირებულებები, რომლებსაც ყველანი ვიზიარებთ, – ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა მეფე ჩარლზ III-ის ოფიციალური დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ელჩმა უკრაინაში ომის საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბრიტანეთი, პარტნიორებთან ერთად, უკრაინის გვერდით იქნება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა.

„გასული წელი მნიშვნელოვანი იყო უკრაინისთვის. რუსეთის არაპროვოცირებული აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ უკვე მეორე წელია, მიმდინარეობს, თუმცა უკრაინა დგას მტკიცედ და უტეხად, წინააღმდეგობას უწევს. ასევე, ამაყი ვარ იმ როლით, რომელიც ჩემმა ქვეყანამ შეასრულა უკრაინის მხარდაჭერისთვის და მის ბრძოლაში, დაიცვას გაერო-ს ქარტიის ღირებულებები, რომლებსაც ყველანი ვიზიარებთ.

გასულ კვირას ლონდონში ვიყავი ამბასადორიალზე და ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ძალიან მკაფიო იყო, რომ გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა უკრაინის ბრძოლაში ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია. ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, ჩვენ უკრაინის გვერდით ვიდგებით, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“, – განაცხადა მარკ კლეიტონმა.