Facebook-ის დამფუძნებელი კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ენერგეტიკისა და ვაჭრობის კომიტეტების წინაშე კვლავ წარდგა. მარკ ცუკერბერგი პერსონალური მონაცემების ხელყოფის საქმესთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს პასუხობს.
Facebook-ის დამფუძნებელმა გუშინ კონგრესში უკვე მისცა ჩვენება. დაკითხვაში, რომელიც თითქმის ხუთ საათს გაგრძელდა, მონაწილეობას 44 სენატორი იღებდა. ცუკერბერგმა საბოდიშო განცხადებები არაერთხელ გააკეთა და ხაზი გაუსვა, რომ პასუხისმგებლობას სრულად იღებს საკუთარ თავზე.
ბრიტანული კომპანიის „კემბრიჯ ანალიტიკას“ გარშემო სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც ცნობილი გახდა, რომ მისი მომსახურებით დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბი სარგებლობდა. ამერიკული მედიის გამოძიებიდან კი ირკვევა, რომ ეს კომპანია მსოფლიოს გარშემო 200-ზე მეტ პლებისციტში ჩაერია. მათ შორის იყო არჩევნები კენიაში, ჩეხეთში, ნიგერიაში, ასევე ბრექსითის შესახებ რეფერენდუმი.