მარკ ცუკერბერგი ევროპარლამენტში მივიდა. ცოტა ხნის წინ, ის ევროპარლამენტის თავმჯდომარე ანტონიო ტაიანის შეხვდა.
„ფეისბუქის“ დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის ევროპარლამენტში მისვლის კადრები ინტერნეტით პირდაპირი ერთერით გადაიცემოდა.
შეგახსენებთ, მარკ ცუკერბერგი დღეს ევროპარლამენტარების კითხვებს უპასუხებს, რომელთა უმეტესობა ევროპელი მომხმარებლების პირადი მონაცემების უსაფრთხოებას ეხება. ცუკერბერგს ევროპარლამენტში მისვლა მას შემდეგ სთხოვს, რაც „ფეისბუქი“ სკანდალში გახევა.
საქმე ეხება ბრიტანულ კომპანია “კემბრიჯ ანალიტიკას“, რომელმაც სოციალური ქსელის მილიონობით მომხმარებლის პირადი მონაცემები ბოროტად გამოიყენა. აღნიშნულის გამო, მარკ ცუკერბერგმა ბოდიში მოიხადა.
ცუკერბერგის ევროპარლამენტში სტუმრობის ფორმატი სადავო იყო. თავდაპირველად, შეხვედრა დახურული უნდა ყოფილიყო, თუმცა მოგვიანებით გადაწყდა, რომ ევროდეპუტატებთან შეხვედრა ინტერნეტით გადაიცემა.
„ფეისბუქში“ განაცხადეს, რომ მარკ ცუკერბერგს ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს და ამის გამო ის შეხვედრის შემდეგ დაგეგმილ პრესკონფერენციას არ დაესწრება.
ცნობილია, რომ ცუკერბერგი ხვალ პარიზში ჩავა და ემანუელ მაკრონს შეხვდება.