მარჯანიშვილის თეატრში ნოდარ მგალობლიშვილის პანაშვიდი მიმდინარეობს.
პანაშვიდზე იმყოფებიან მსახიობის ახლობლები, კოლეგები, ასევე თბილისის მერი და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები.
ისინი ნოდარ მგალობლიშვილს ახასიათებენ როგორც გამორჩეულ მეგობარს, მსახიობს და პროფესიონალს.
,,ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს თეატრს გამორჩეული პიროვნება და ძალიან საინტერესო მსახიობი გამოაკლდა. მან ცხოვრება მიუძღვნა მარჯანიშვილის თეატრს, მიუძღვნა თეატრალურ ხელოვნებას, შექმნა არაერთი გამორჩეული და დასამახსოვრებელი სახე თეატრალურ სცენაზე და კინოში.
მინდა მივუსამძიმრო მის ოჯახის წევრებს, ახლობლებს და მისი ხელოვნების ყველა თაყვანისმცემელს,” – განაცხადა კულტურის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ გიორგაძემ.
ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მის კარიერას არაერთი როლი უკავშირდება, მას დღეს მახათას მთაზე პანთეონში დაკრძალავენ.