მარჯანიშვილის თეატრში განმარტავენ, რომ ლევან წულაძეს გაუვიდა სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციის ოთხწლიანი ვადა და კვლავ მიიღებს მონაწილეობას აღნიშნულ პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში აცხადებენ, რომ არასწორია ინფორმაცია, თითქოს ლევან წულაძე გაათავისუფლეს მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან.
როგორც თეატრში განმარტავენ, ლევან წულაძეს გაუვიდა ხელშეკრულებით განსაზღვრული სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციის ოთხწლიანი ვადა და ის კვლავ მიიღებს მონაწილეობას კონკურსში, რომელიც აღნიშნულ პოზიციაზე გამოცხადდება.
„დღეს ტელევიზიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლევან წულაძე გაათავისუფლეს მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან.
მოგახსენებთ, რომ მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ლევან წულაძეს გაუვიდა ხელშეკრულებით განსაზღვრული სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციის ოთხწლიანი ვადა.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე გამოცხადდება კონკურსი. ასეთი კონკურსი ტარდება ოთხ წელიწადში ერთხელ. ლევან წულაძეს მიღებული აქვს მონაწილეობა კონკურსებში აქამდე რამდენიმეჯერ. ასეთივე კონკურსია გამოცხადებული საქართველოს თითქმის ყველა თეატრში. ჭოლა, როგორც აქამდე, ახლაც მიიღებს მონაწილეობას კონკურსში“, – აღნიშნულია თეატრის განცხადებაში.