მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე „ჰამლეტის“ პრემიერა გაიმართება [ფოტო]
მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე „ჰამლეტის“ პრემიერა გაიმართება [ფოტო]

2, 3, 4, 8, 9 ივლისი მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე, 91-ე თეატრალური სეზონის, ბოლო ახალი სპექტაკლის პრემიერა შედგება.

ცნობილი პიესის ადაპტირების ავტორები ლაშა ბუღაძე და სპექტაკლის რეჟისორი ლევან წულაძე არიან. ორმოქმედებიანი წარმოდგენა დანიის სამეფოში თანამედროვე ეპოქაში ვითარდება, სადაც ისე როგორც პიესაში, სამეფო ოჯახის თავგადასავალია ასახული.

ჰამლეტის როლს მსახიობი ნიკა კუჭავა თამაშობს. ლევან წულაძემ ჰამლეტი ორი წლის წინ საბერძენეთშიც დადგა. თანამედროვე ახალი დადგმა კი ხვალიდან უკვე ქართველი მაყურებელისთვის მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე გათამაშდება. ლევან წულაძის მიერ დადგმულ ჰამლეტში რვა მსახიობი თამაშობს. ეს სპექტაკლი თეატრის 91 თეატრალურ სეზონს დახურავს.

დატოვე კომენტარი