თბილისში, მარჯანიშვილის მოედანზე ავარია მოხდა, დაცვის პოლიციის ავტომობილი მოზარდს დაეჯახა.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.