მარჯანიშვილის მოედანზე დაცვის პოლიციის ავტომობილი მოზარდს დაეჯახა

19:40, 30.10.2019

თბილისში, მარჯანიშვილის მოედანზე ავარია მოხდა, დაცვის პოლიციის ავტომობილი მოზარდს დაეჯახა.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

მსგავსი