„მარიოტ ინტერნეიშენალმა“ ფრენჩაიზის 300 ევროპულ სასტუმროს შორის პირველ ადგილზე შეკვეთილში მდებარე „პარაგრაფი“ დაასახელა
„მარიოტ ინტერნეიშენალმა“ (Marriott International) 2018 წლის საუკეთესო „ფრენჩაიზის“ სასტუმროების ნომინაციაზე შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი“ ევროპის 300 სასტუმროს შორის პირველ ადგილზე დაასახელა,- ამის შესახებ ინფორმაცია სასტუმროს „ფეისბუქის“ გვერდზე არის განთავსებული.
უმაღლესი ჯილდოს გადაცემის ცერემონია 26 ივნისს, ლონდონში გაიმართა, რომელსაც პარაგრაფის გენერალური მენეჯერი ფარვიზ იურჩიკი ესწრებოდა.
„ერთი წლის თავზე ამ ნომინაციაში გამარჯვება ძალიან დიდი წარმატებაა. სასტუმრო „პარაგრაფიმა“ მომსახურების უმაღლესი სტანდარტები დააკმაყოფილა, მოიპოვა მნიშვნელოვანი და პრესტიჟული ჯილდო – 2018 წლის საუკეთესო სასტუმროს სახელი, რაც ქართული სტუმართმოყვარეობისა და ჩვენი ახალგაზრდა, მოტივირებული გუნდის დამსახურებაა“, – განაცხადა ფარვიზ იურჩიკმა.
„მარიოტ ინტერნეიშენალი“ საუკეთესო „ფრენჩაიზის“ სასტუმროს გამოვლენისა და დაჯილდოების ცერემონიას ყოველწლიურად ატარებს.
„მთელი გუნდის სახელით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ძალიან დიდი მიღწევაა ჩვენთვის და ამით ნამდვილად ვამაყობთ. როგორც ცნობილია, ევროპაში 300-მდე „ფრენჩაიზ“ სასტუმროა და ამ ნომინაციაში გამარჯვება იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენი გუნდის დამოკიდებულება სასტუმროს, მისი სტუმრების, „მარიოტისა“ და „ავტოგრაფის“ ბრენდისადმი არა მხოლოდ აკმაყოფილებს მომხმარებელთა მოთხოვნებს, არამედ ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს, რაც „მარიოტის“ ქსელისთვის არის დამახასიათებელია“, – განაცხადა მარიოტის ევროპის ფრენჩაიზინგის ვიცე-პრეზიდენტმა მორტენ სკუმსრუდმა.
შეგახსენებთ, რომ გახსნის დღიდან რეკორდულ პერიოდში – დაახლოებით ერთ წელიწადში, შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი“ „მარიონ ინტერნეიშენალმა, 2018 წლის ოფიციალური შედეგების მიხედვით, „აუტოგრაფ ქოლექშენის“ ბრენდის ევროპის სასტუმროებს შორის პირველ ადგილზე დაასახელა.
აღნიშნული სტატუსი მომხმარებელთა კმაყოფილების ინდექსით განისაზღვრა, რის ფარგლებშიც შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი“ მოწინავე ადგილს საკმაოდ მაღალი ნიშნულით ინარჩუნებს და უსწრებს ლონდონში, მილანში, ბარსელონაში, რომში და სხვა ევროპულ ქალაქებში მოქმედ სასტუმროებს.
შეკვეთილში მდებარე სასტუმროს ოპერირებას უწევს შპს „სასტუმროების მართვის კომპანია“, რომელიც 2015 წელს დაარსდა და სასტუმროების ქსელის მარიონ ინტერნეიშენალიის „ფრენჩაიზის“ ოფიციალური ლიცენზიის მფლობელია. აღნიშნული კომპანია არა მხოლოდ „აუტოგრაფ ქოლექშენის“ ბრენდის სასტუმროებს უწევს ოპერირებას, არამედ მას უფლება აქვს, მართოს „მარიოტის“ საერთაშორისო ქსელში არსებული სხვა ბრენდებიც მთელი საქართველოს მასშტაბით.
„პარაგრაფ რეზორტი და სპა შეკვეთილში“ საქართველოს თანაინვეტსირების ფონდის პორტფელში ერთ-ერთი პირველი და წარმატებული პროექტია, ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმართულებით. 220-ნომრიან სასტუმროში თავმოყრილია 1600 მ³ მოცულობის აკვარიუმი, 115 მ-ზე ზღვაში შეჭრილი აუზი, ბავშვთა გასართობი სივრცეები, ზამთრის ბაღი, მასშტაბური საკონფერენციო დარბაზები და რესტორნები.
პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 100 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ „პარაგრაფ რეზორტი და სპა შეკვეთილში“ პირველი სასტუმროა, რომელიც „მარიოტის“ ქსელის „აუტოგრაფ ქოლექშენის“ ბრენდის სტატუსით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე.
2020 წლის ბოლომდე კი თბილისში, თავისუფლების მოედანზე (ყოფილი ცეკავშირის შენობის ადგილზე) და თაბორის ქედზე კიდევ ორი სასტუმროს გახსნაა დაგეგმილი, რომლებიც „მარიოტის“ ქსელის „აუტოგრაფ ქოლექშენის“ და „ლაქშერი ქოლექშენის“ ბრენდების სტატუსით დაიწყებენ ოპერირებას.
2022 წლისთვის, სოლოლაკის მაღლობზე, ამავე ბრენდის კიდევ ერთი სასტუმრო და მასშტაბური საკონფერენციო ცენტრი გაიხსნება. საქართველოს თანაინვესტირების ფონდი 2013 წლიდან ბიძინა
ივანიშვილის ინიციატივით შეიქმნა რომლის მთავარი მიზანია საქართველოში სხვადასხვა ინდუსტრიებში საინვესტიციო პროექტების განხორციელება.
დღეის მდგომარეობით, საქართველოს თანაინვესტირების ფონდი 12 პროექტს აერთიანებს, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა 2 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება და მათი მეშვეობით საქართველოში ჯამურად 6 000-მდე დროებითი და პერმანენტული ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.