მარინა კალიურანდი - მოხარული ვარ, შევიტყო, რომ საქართველოს პარლამენტმა დაიწყო თავისი სესია ოპოზიციონერი წევრების მნიშვნელოვანი რაოდენობით
მოხარული ვარ, შევიტყო, რომ საქართველოს პარლამენტმა დაიწყო თავისი სესია ოპოზიციონერი წევრების მნიშვნელოვანი რაოდენობით, – ამის შესახებ ესტონელი ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი „ტვიტერის“ მიკრობლოგზე წერს.
აქვე, ევროპარლამენტარი კახა კუჭავას ულოცავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავებას.
„საქართველოს პარლამენტს სჭირდება დემოკრატიული პარლამენტი პასუხისმგებელი მმართველი პარტიითა და ძლიერი ოპოზიციით. ვულოცავ ახალ სპიკერს კახა კუჭავას!“ – წერს მარინა კალიურანდი.