მარინა კალიურანდი – მოხარული ვარ, შევიტყო, რომ საქართველოს პარლამენტმა დაიწყო თავისი სესია ოპოზიციონერი წევრების მნიშვნელოვანი რაოდენობით
მოხარული ვარ, შევიტყო, რომ საქართველოს პარლამენტმა დაიწყო თავისი სესია ოპოზიციონერი წევრების მნიშვნელოვანი რაოდენობით, – ამის შესახებ ესტონელი ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი „ტვიტერის“ მიკრობლოგზე წერს.
აქვე, ევროპარლამენტარი კახა კუჭავას ულოცავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავებას.
„საქართველოს პარლამენტს სჭირდება დემოკრატიული პარლამენტი პასუხისმგებელი მმართველი პარტიითა და ძლიერი ოპოზიციით. ვულოცავ ახალ სპიკერს კახა კუჭავას!“ – წერს მარინა კალიურანდი.
Happy to learn that 🇬🇪 Parliament started its session with a significant number of opposition members. 🇬🇪 needs a democratic Parliament with responsible ruling party & strong opposition.
Congratulations to @kkuchava, new Speaker!
📸 @Geoparliament pic.twitter.com/U8tYUkpRix
— Marina Kaljurand MEP (@MarinaKaljurand) April 27, 2021