მარინა კალიურანდი - ევროკავშირი არასდროს აღიარებს რუსეთის ოკუპაციას და ადასტურებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ამას გავიმეორებთ, ვიდრე ოკუპირებული ტერიტორიები არ გათავისუფლდება
მარინა კალიურანდი - ევროკავშირი არასდროს აღიარებს რუსეთის ოკუპაციას და ადასტურებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ამას გავიმეორებთ, ვიდრე ოკუპირებული ტერიტორიები არ გათავისუფლდება

უკრაინაში მიმდინარე ომი არა მხოლოდ გავლენას ახდენს თავად უკრაინაზე, რომელიც საკუთარი დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, ამას გავლენა აქვს საქართველოზე და მე ვიცი, რომ ქართველებს ტკივილი მიადგათ, დაკარგეს საკუთარი ხალხი ოკუპაციისა და ომის დროს. აქ ვარ, რათა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ევროკავშირი არასდროს აღიარებს რუსეთის ოკუპაციას, – ამის შესახებ საქართველოში მყოფმა ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი ადასტურებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„რასაკვირველია, დღევანდელ დისკუსიებში თავს ვერ ავარიდებდით უკრაინაში ომის თემას. დილით შევიტყვეთ პრეზიდენტ პუტინის მიმართვისა და მობილიზაციის გამოცხადების შესახებ, ასევე ლუგანსკში, დონეცკსა და სხვა ადმინისტრაციულ ადგილებში ე.წ. რეფერენდუმების გამოცხადების შესახებ. საჭიროა, ითქვას, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი არა მხოლოდ გავლენას ახდენს თავად უკრაინაზე, რომელიც საკუთარი დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, ამას გავლენა აქვს საქართველოზე და მე ვიცი, რომ ქართველებს ტკივილი მიადგათ, დაკარგეს საკუთარი ხალხი ოკუპაციის, ომის დროს და აქ ვარ, რათა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ევროკავშირი არასდროს აღიარებს რუსეთის ოკუპაციას, ევროკავშირი ადასტურებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამას გავიმეორებთ, ვიდრე ოკუპირებული ტერიტორიები არ გათავისუფლდება და არ იქნება საქართველოს კონტროლის ქვეშ. ბედნიერი ვარ, რომ ქართული საზოგადოება ძლიერად უჭერს მხარს უკრაინას და ჩემს ქართველ კოლეგებს მოვუწოდე, მიმართონ ყველა ძალისხმევას, რაც საჭიროა, რათა საქართველო არ იყოს გამოყენებული რუსული სანქციებისთვის თავის არიდების დერეფნად“, – განაცხადა მარინა კალიურანდმა.

ევროპარლამენტარმა ქართველი კოლეგები მიიწვია მე-12 საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე, რომელიც თებერვალში სტრასბურგში გაიმართება.