მარინა ჯანაშიას 30 მაისს მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ
მარინა ჯანაშიას 30 მაისს მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ

მსახიობ მარინა ჯანაშიას კვირას, 30 მაისს, მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

მარინა ჯანაშიას პანაშვიდები 28 და 29 მაისს გაიმართება, 30 მაისს 14:00 საათზე კი მსახიობს რუსთაველის ეროვნული თეატრიდან გამოასვენებენ.

მსახიობი მარინა ჯანაშია 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.