პარლამენტის თავმჯდომარე მსახიობ მარინა ჯანაშიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
პარლამენტის თავმჯდომარე მსახიობ მარინა ჯანაშიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა მსახიობ მარინა ჯანაშიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ქართულმა თეატრმა და კინომ დღეს კიდევ ერთი ვარსკვლავი დაკარგა. დაუვიწყარი სახეები, რომლებიც მარინა ჯანაშიამ შექმნა, სამუდამოდ დარჩება მისი შემოქმედების თაყვანისმცემელთა მეხსიერებაში და თაობებს გადაეცემა. მარინა ჯანაშიას გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ქართული კულტურისთვის. საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

მსახიობი მარინა ჯანაშია 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.