მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ახალი პაციენტი ბოლნისის დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ ცენტრში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ მიუღიათ.
რაც შეეხება ქვეყანაში დადასტურებულ ერთ ახალ შემთხვევას, ეზუგბაია ამბობს, რომ ის ბოლნისს უკავშირდება.
„ეს ახალი შემთხვევა არის ბოლნისის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი“,- განაცხადა ეზუგბაიამ.
ამ დროისთვის, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 30 პაციენტი მკურნალობს.
„მდგომარეობა არ შეცვლილა, კვლავ ორი მძიმე პაციენტი გვყავს. მძიმე პნევმონიით,რომელთა მდგომარეობა არ გაუარესებულა ამ დღეების განმავლობაში, სტაბილურია და უმნიშვნელო გაუმჯობესება შეინიშნება. ვნახოთ, მათი დინამიკა როგორი იქნება და ისე გადაწყდება შემდგომში პროგნოზირებაც.
ჩვენთან ახალი დადასტურებული ის ერთი პაციენტი არ შემოსულა. გამოჯანმრთელებული ჩვენ გუშინ გვყავდა მხოლოდ ერთი პაციენტი. სხვა სიტუაცია უცვლელია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.