მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფიცირებული ოთხი არასრულწლოვანის მდგომარეობა სტაბილურია და დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფიცირებული ოთხი არასრულწლოვანის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია და დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება.
„შემოსვლიდან დღემდე, მათი მდგომარეობა ჯერ სტაბილურია. პროგრესირება არ შეიმჩნევა. ერთ-ერთ მათგანთან არის სუფებრილური ტემპერატურა, თუმცა მასზე მეტი კლინიკური ნიშნი ჯერ არ გამოვლენილა. დაახლოებით სამი-ოთხი დღე მაინც გვინდა, რომ დინამიურად შევაფასოთ პროცესი, რათა ვთქვათ – მდგომარეობა სტაბილურია, პროგრესირებს თუ პროგნოზულად როგორ შეიძლება შევაფასოთ მომავალში ამ პაციენტების მდგომარეობაა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.