მარინა ეზუგბაიას განცხადებით, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ამ დროისთვის თავისუფალი პალატების პრობლემა არ არსებობს
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში ამ დროისთვის თავისუფალი პალატები არის.
„ჩვენ ამ წუთში კიდევ გვაქვს თავისუფალი პალატები. პარალელურად, თუ პაციენტების გამოჯანმრთელების შემთხვევა წამოგვეწევა, თავისთავად, პალატა კიდევ გათავისუფლდება“,- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.
რაც შეეხება გუშინ ჩამოყვანილ საქართველოს მოქალაქეებს, ეზუგბაიას თქმით, ისინი საკარანტინო სივრცეებში იმყოფებიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა ხდება.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით სულ 23 პირია ინფიცირებული.