მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისთვის საქართველოში სტაციონარებში დადასტურებული შემთხვევების მხოლოდ დაახლოებით 39 პროცენტი მკურნალობს
თბილისის ინფექციური საავდმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 652 პაციენტი იმყოფება.
მისივე განმარტებით, საქართველოში სტაციონარებში დადასტურებული პაციენტების მხოლოდ 39 პროცენტი მკურნალობს.
„გუშინ დილის მონაცემებით იცით რომ გვყავდა 647 დადასტურებული შემთხვევა.დაგვემატა მხოლოდ ხუთი და ამ ეტაპზე გვტავს 652 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების ციფრი იყო 372 და 11 შეემატა და ახლა არის 383.
ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრებში მკურნალობს 258 პაციენტი და ეს არის დაახლოებით 39 პროცენტი. ე.ი. დადასტურებული პაციენტების მხოლოდ 39 პროცენტი არის ამჟამად სტაციონარებში და მკურნალობს.ე.ი. საკმაოდ დიდი, სოლიდური რაოდენობა გამოჯანმრთელებულია“,- განაცხადა ეზუგბაიამ.