მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მისივე თქმით, აქედან ორი მათ ცენტრშია მოთავსებული.
ეზუგბაია ამბობს, რომ ინფიცირების წყაროების კვლევა მიმდინარეობს.
„გუშინ დილას ამ დროისთვის გვქონდა 296 დადასტურებული შემთხვევა, დღეს დილამდე დაემატა 10 და ახლა გვაქვს 306 დადასტურებული შემთხვევა. ათი ახალი შემთხვევის ეპიდემიური კვლევა წარმოებს და წყაროების კვლევა ხდება. აქედან, როგორც გუშინ გითხარით, ჩვენთან ორი ახალი პაციენტია მოთავსებული. დანარჩენი სხვა კლინიკებშია განთავსებული“, – განაცხადა ეზუგბაიამ.