მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მისივე თქმით, უმრავლეს შემთხვევაში ინფიცირების წყარო ცნობილია.

ეზუგბაია ამბობს, რომ მხოლოდ ორი პაციენტის ინფიცირების წყაროს დადგენა მიმდინარეობს.

„გუშინ გვქონდა 496 შემთხვევა, დღეისთვის 24 საათში დაგვემატა 15 ახალი შემთხვევა და ამჟამად გვაქვს 511 დადასტურებული შემთხვევა. ამ 15 შემთხვევიდან ძირითადად ცნობილია წყაროები. ეს არის ბოლნისი, მარნეული, თეთრიწყარო. მხოლოდ ორი პაციენტია, რომელთა წყაროც ამ ეტაპზე დაუდგენელია და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამასთან, ეზუგბაიას განმარტებით, ქვეყნის მასშტაბით, კოვიდის მიმღებ დაწესებულებებში ამ დროისთვის სულ 349 პაციენტი მკურნალობს.