მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 311 პაციენტი მკურნალობს, ხოლო ქვეყანაში ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 317-ს შეადგენს
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეის მდგომარეობით კოვიდ-ცენტრებში 311 პაციენტი მკურნალობს.
მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 317-ს შეადგენს.
რაც შეეხება ლაბორატორულად დადასტურებულ შემთხვევებს, ქვეყანაში სულ კორონავირუსის ლაბორატორულად დადასტურებული 638 ფაქტია გამოვლენილი.
„ახალი დადასტურებული სამი შემთხვევაა და სულ გვყავს 638 პაციენტი, გამოჯანმრთელებაც გაიზარდა, რვა დაგვემატა და ამ ეტაპზე არის – 317. თუ ამ მონაცემებს შევაჯერებთ, დღეისთვის კოვიდ-ცენტრებში 311 პაციენტი მკურნალობს“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.