მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტების დაინფიცირების წყარო ცნობილია და ყველა არის შემოტანილი შემთხვევა
თბილისის ინფექციური საავდმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან მათ ცენტრში არც ერთი არ არის დადასტურებული.
ეზუგბაიას ინფორმაციით, ექვსი ახალი შემთხვევიდან სამი ქუთაისში იმყოფება, ხოლო სამი – თბილისში.
მისივე თქმით, ყველას შემთხვევაში ინფიცირების წყარო ცნობილია.
ეზუგბაიას განმარტებით, საუბარია ქვეყანაში შემოტანილ შემთხვევებზე.
„სამი არის იმერეთის რეგიონში, ქუთაისში გადაყვანილი, სამი თბილისში. არც ერთი არ არის შიდა გავრცელება. როგორც ჩემთვის ცნობილია, ყველა არის შემოტანილი შემთხვევა. წყარო არის ცნობილი. ეს ნიშნავს, რომ არ არის მეორეული, მესამეული, მეოთხეული გადაცემა“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.
მარინა ეზუგბაიას თქმით, დღეს ექვს ახალ პაციენტზე ჩატარდება ტესტირება და პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
„განმეორებით დაახლოებით ათ პაციენტზე ტარდება. ექვსი ახალი პაციენტია, რომელთანაც როგორც შესაძლო შემთხვევაში, გამოკვლევა ჩატარდება ისეთი ისტორიბი აქვთ, დადასტურებას მაინც და მაინც არ ველით, მაგრამ შესაძლებელია, მაინც დადასტურდეს“ , – აღნიშნა ეზუგბაიამ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 214 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 50 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა.