მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა ე.წ. საბურთალოს კლასტერს უკავშირდება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა ე.წ. საბურთალოს კლასტერს უკავშირდება.
მისივე თქმით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 144 პაციენტი მკურნალობს.
„ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა გვყავს. იცით, იყო 800 და დღეს არის 801 დადასტურებული შემთხვევა საქართველოში. გამოჯანმრთელებულების რიცხვი მხოლოდ ოთხით გაიზარდა. 640 იყო და გახდა 644. ამ მონაცემების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრებში მხოლოდ 144 პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა უკვე თითქმის სამნახევარჯერ უსწრებს ამჟამად მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს. გამოჯანმრთელებულების მაჩვენებელი უკვე 80 პროცენტზე მეტია“,- განაცხადა ეზუგბაიამ.
რაც შეეხება უშუალოდ ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, ეზუგბაიას თქმით, ინფექციურში ამჟამად 57 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული.