მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევიდან ორი ბოლნისს, ორი ზუგდიდს უკავშირდება, ხოლო კიდევ ორი საკარანტინო სივრციდან გადაყვანილი პაციენტები არიან
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევიდან ყველას ინფიცირების წყარო ცნობილია.
კერძოდ, ეზუგბაიას თქმით, ორი ბოლნისს, ორი ზუგდიდს უკავშირდება, დანარჩენი კი საკარანტინო სივრცეებიდან გადაყვანილი პაციენტები არიან.
„ახალი პაციენტიებიდან ორი ბოლნისის წყაროა, ორი ზუგდიდის, ორი არის არსებული საკარანტინო სივრციდან. ანუ, ყველას წყარო ცნობილია და ისინი სხვადასხვა კლინიკაში მოთავსდნენ, უტარდებათ მკურნალობა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 610 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის 269 გამოჯანმრთელდა.