მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გარდაცვლილი მე-19 პაციენტის ოჯახის სამი წევრიც კორონავირუსით არის ინფიცირებული
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გარდაცვლილი მე-19 პაციენტის ოჯახის სამი წევრიც კორონავირუსით არის ინფიცირებული

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გარდაცვლილ მე-19 პაციენტს კოვიდინფექცია 19 აგვისტოს დაუდასტურდა.

ის მკურნალობას სახლში გადიოდა. ეზუგბაიას ინფორმაციით, ასევე ინფიცირებულია გარდაცვლილის ოჯახის სამი წევრი, რომლებიც კოვიდ-ცენტრებში მკურნალობენ.

„19 რიცხვში მოხდა მისი დიაგნოსტირება, გარდაიცვალა გუშინ. გარდაცვლილის და გადაიყვანეს სტაციონარში. ყველა დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი არის საკარანტინო სივრცეში, არც ეს არის გამონაკლისი, მათი ყველა კონტაქტი საკარანტინო სივრცეშია. ოჯახის ინფიცირებული წევრები მკურნალობენ კოვიდ-ცენტრებში. ჯამში ოჯახის სამი წევრია ინფიცირებული“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მე-19 პაციენტი გარდაიცვალა. ის ბინაზე მკურნალობდა და ასევე „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული და უვლიდა.

ეზუგბაიას თქმით, დაავადება თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობდა, თუმცა მენჯ-ბარძაყის სახსრის მოტეხილობამ ცხიმოვანი ემბოლია გამოიწვია, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა.