მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რაოდენობა 296-ს შეადგენს.

„გუშინ დილის მონაცემებით, თქვენ იცით, რომ 266 პაციენტი იყო დადასტურებული. ამ 24 საათში დაგვემატა 30 დადასტურებული შემთხვევა. დღეს დილისთვის 296 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან ქვეყნის მასშტაბით 68 გამოჯანმრთელებულია. ამ 296-დან 86 პაცენტი ჩვენია, ჩვენთან გამოჯანმრთელებული 45 პაციენტია. ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში, დაწესებულებებში, საერთო ჯამში 228 პაციენტი მკურნალობს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა მონაცემები და ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა უკვე 69-მდე გაიზარდა.