მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი.

მისივე თქმით, დაემატა გამოჯანმრთელებულების რაოდენობაც, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 114-ს შეადგენს.

ეზუგბაიას განმარტებით, სამი პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში გამოჯანმრთელდა.

საერთო ჯამში კი, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს ამ დროისთვის 56 გამოჯანმრთელებული ჰყავს.

„პირველი თებერვლიდან დღემდე თითქმის 800-ზე მეტმა პაციენტმა გაიარა ჩვენს ცენტრში, როგორც შესაძლო შემთხვევამ და მათ შორის დადასტურდა 101 შემთხვევა. გამოჯანმრთელებული გვყავს 56. ამ ეტაპზე ჩვენთან 42 პაციენტი მკურნალობს.

ქვეყნის მასშტაბით გუშინ იყო 420 შემთხვევა, დღეს დილით არის დადასტურებული 431. ანუ ახალი 11 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობამაც მოიმატა და გახდა 114. სამი მათგანი ჩვენი ცენტრის გამოჯანმრთელებული პაციენტია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.