მარინა ეზუგბაია - ვიმედოვნებთ, პლაზმაფერეზის გამოყენება ეფექტური იქნება და მძიმე, კრიტიკული პაციენტების მართვაში დაგვეხმარება
მარინა ეზუგბაია - ვიმედოვნებთ, პლაზმაფერეზის გამოყენება ეფექტური იქნება და მძიმე, კრიტიკული პაციენტების მართვაში დაგვეხმარება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, „კოვიდ-19“-ით პაციენტის სამკურნალოდ პლაზმაფერეზის გამოყენების დანერგვა დინამიკაში მის ეფექტურობაზეა დამოკიდებული.

ეზუგბაიას თქმით, იმედი აქვთ, რომ პლაზმაფერეზის გამოყენება ეფექტური იქნება და კრიტიკული პაციენტების მართვაში დაეხმარებათ.

„პლაზმაფერეზთან დაკავშირებით ბატონმა თენგიზ ცერცვაძემ გააკეთა გუშინ განცხადება. ეს განცხადება და სრული ინფორმაცია დევს ჩვენი ცენტრის ვებგვერდზე. ვისაც სურვილი აქვს, ყველას შეუძლია, ზედმიწევნით კარგად გაეცნოს.

ვნახოთ, დინამიკა როგორი გვექნება. ეფექტურობაზეა დამოკიდებული. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ალბათ ეს ეფექტური იქნება და დაგვეხმარება მძიმე, კრიტიკული პაციენტების მართვაში“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ გუშინ განაცხადა, რომ საქართველოში პირველად მოხდა პლაზმაფერეზის გამოყენება „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული პაციენტის სამკურნალოდ.

მისივე თქმით, ამ შემთხვევამ აჩვენა, რომ პლაზმაფერეზი შესაძლოა, სასარგებლო გამოდგეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული მძიმე ავადმყოფების სამკურნალოდ.