მარინა ეზუგბაია ვარაუდობს, რომ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გამოჯანმრთელებულ პაციენტებს დღის განმავლობაში კიდევ რამდენიმე შეემატება
მარინა ეზუგბაია ვარაუდობს, რომ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გამოჯანმრთელებულ პაციენტებს დღის განმავლობაში კიდევ რამდენიმე შეემატება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ვარაუდობს, რომ  მათ ცენტრში გამოჯანმრთელებულ პაციენტებს დღის განმავლობაში კიდევ რამდენიმე შეემატება.

ამ დროის მონაცემებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან 25 პაციენტია განკურნებული, ქვეყნის მასშტაბით კი – 36.

„ჩვენს გამოჯანმრთელებულ პაიცენტებს ალბათ დღის გამნავლობაში შეემატება კიდევ  რამდენიმე პაციენტი, დღეს ჩატარდება ტესტირება და შედეგების მიხედვით საღამოს მოგაწვდით ინფორმაციას“ , – აღნიშნა ეზუგბაიამ.