მარინა ეზუგბაია - თბილისის ინფექციურში დღეს ხუთი პაციენტის ანალიზის პასუხებს ველოდებით
მარინა ეზუგბაია - თბილისის ინფექციურში დღეს ხუთი პაციენტის ანალიზის პასუხებს ველოდებით

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მისი კლინიკა დღეს საღამოს ხუთი პაციენტის ანალიზის პასუხებს ელოდება.

როგორც ჟურნალისტებს ეზუგბაიამ განუცხადა, კლინიკამ დღეს დილით ექვსი პაციენტის პასუხები მიიღო და ყველა მათგანი უარყოფითი აღმოჩნდა.

„საღამოს ხუთი პაციენტის პასუხებს ველოდებით. ამჟამად, კლინიკაში 32 პაციენტი მყავს. ჯამში გატარებულია 77 პაციენტი, მაგრამ ამ ეტაპზე 32 არის, რადგან დანარჩენი გაეწერა. კლინიკაში ასევე გვყავს ორი ბავშვი“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 252 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 67 გამოჯანმრთელდა.