მარინა ეზუგბაია - თითქმის კვირაზე მეტია, ვირუსის შემთხვევების ზრდა არ აღემატება ერთნიშნა ციფრებს, თუ ასე გაგრძელდება, შემდეგ შესაძლოა, ითქვას, რომ პიკი გადალახულია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეის მდგომარეობით, მაშინ, როდესაც ქვეყანა რეალურად პიკურ პერიოდში იმყოფება, არსებული მონაცემები დამაიმედებელია.
„მონაცემებს თუ შევხედავთ, უკვე თითქმის კვირაზე მეტია, ზრდა არ აღემატება ერთნიშნა ციფრებს. ახლა პიკის პერიოდში ვართ და თუ ასე გაგრძელდება, შემდეგ ალბათ შეიძლება ითქვას, რომ გადალახულია. ამაზე წინასწარ მტკიცებითში ლაპარაკი შეუძლებელია, მაგრამ იმედი არის, რომ ასე შეიძლება განვითარდეს სცენარი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე განმარტებით, შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად, მოსახლეობა არსებულ ვითარებას პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს.
„მოსახლეობა ისეთივე პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ამ სიტუაციას, როგორც ადრე გვქონდა ჩვენ და შედეგებიც ამასთან დაკავშირებით უკეთესი დაიდო. მართალია, შეზღუდვები შემსუბუქდება, მაგრამ მოსახლეობამ უნდა გააგრძელოს შეზღუდვების პერიოდში არსებული დაცვის საშუალებების გამოყენება და ცხოვრების წესი ძალიან არ უნდა შევიცვალოთ, გავაგრძელოთ აკრძალვის წესებში ცხოვრება“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.