მარინა ეზუგბაია - მოსახლეობის მიერ რეგულაციების სწორად შესრულება თუ მოხდება, არ მგონია, კარანტინზე იყოს საუბარი
მარინა ეზუგბაია - მოსახლეობის მიერ რეგულაციების სწორად შესრულება თუ მოხდება, არ მგონია, კარანტინზე იყოს საუბარი

მოსახლეობის მიერ რეგულაციების სწორად შესრულება თუ მოხდება, არ მგონია, კარანტინზე იყოს საუბარი, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მოსახლეობამ ყველა ის წესი უნდა დაიცვას, რომელსაც ეპიდემიოლოგები გასცემენ.

„არ მგონია, კარანტინის გამოცხადებაზე იყოს საუბარი, რადგან მყისიერად ხდება თანაზომიერი ღონისძიებების გატარება. ქვეყანას აქვს სიმძლავრეები, რომლითაც შეგვიძლია გამოვავლინოთ პაციენტები და მათი იზოლაცია მოახდინონ. თუ მოსახლეობა სწორად გავაგრძელებთ რეგულაციების შესრულებას – ვატარებთ პირბადეს, დავიცავთ ხელების ჰიგიენას და დისტანცირების წესებს, დაავადებაში ყველაფერი კონტროლირებადი და მართვადი იქნება“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

დღეის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 684 შემთხვევაა დადასტურებული.