მარინა ეზუგბაია - კორონავირუსზე დღეს გაგზავნილი ტესტებიდან არც ერთი დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება
კორონავირუსზე დღეს გაგზავნილი ტესტებიდან არც ერთი დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისივე თქმით, დღის განმავლობაში 11 პაციენტის ტესტის პასუხი მიიღეს.
ამასთან, მისივე განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიაში კიდევ 11 პაციენტის ტესტია გაგზავნილი, რომლის პასუხებიც მოგვიანებით იქნება ცნობილი.
„ინფექციურ საავადმყოფოში წევს 46 პაციენტი. დღის განმავლობაში ახალი დადასტურებული შემთხვევა არ შეგვმატებია. კორონავირუსით ინფიცირებული 28 პაციენტია ჩვენთან მოთავსებული“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ქვეყანაში კორონავირუსის 34 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა, რომელმაც საავადმყოფო გუშინ დატოვა.