მარინა ეზუგბაია - კორონავირუსით ინფიცირებული ოთხივე ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
თბილისის ინფექციურ კლინიკაში მოთავსებული ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ოთხივე ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისი თქმით, კლინიკაში მოთავსების შემდეგ მხოლოდ ერთს აღენიშნებოდა ტემპერატურის მომატება.
„არასრულწლოვნების ჯანმრთელობის მდგომარეობა შემოსვლის დღიდან დღემდე არის თითქმის დამაკმაყოფილებელი. მხოლოდ ერთთან იყო თავიდანვე სუფებრილიტეტი ცხელების სახით 37.1 და 37.2, რომელიც რამდენიმე დღეში გამოსწორდა. დღეისთვის ოთხივე ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.