მარინა ეზუგბაია - კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტებიდან არც ერთის მდგომარეობა კრიტიკული და ძალიან მძიმე არ არის
მარინა ეზუგბაია - კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტებიდან არც ერთის მდგომარეობა კრიტიკული და ძალიან მძიმე არ არის

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმე არ არის.

„როგორც ჩემთვის ცნობილია, ახალ შემთხვევებთან დაკავშირებით კრიტიკული და ძალიან მძიმე არც ერთი პაციენტის მდგომარეობა არ იყო, დღევანდელი მონაცემებით. დინამიკაში რა განვითარდება, ამაზე ლაპარაკი ძლიან რთულია, მაგრამ 11, ახალი შემატებული პაციენტიდან კრიტიკული მდგომარეობა ჯერჯერობით არც ერთთან დასტურდება“ ,- განაცხადა ეზუგბაიამ.

ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 108 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 21 ადამიანი.