მარინა ეზუგბაია - კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ხოლო ერთი საკარანტინო სივრციდანაა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში დღეს დადასტურებული სამი კოვიდინფიცირებულად ორი სატვირთოს ავტომობილის მძღოლია, ერთი კი, საკარანტინო სივრციდან არის.
როგორც მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, დღეს ქვეყანაში არის ინფექციის სამი ახალი დადასტურებული შემთხვევა.
„გუშინ ამ დროისთვის იყო 805 დადასტურებული, ამაჟამად 808 შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულების რიცხვი გაიზარდა 13-ით. ამჟამად კოვიდცენტრებში მკურნალობს 132 პაციენტი, რაც ინფიცირებულების 16%-ია მხოლოდ. სამივე არის შემოტანილი, ორი აქედან სატვირთო ავტომობილის მძღოლი, ერთი კარანტინიდან. ამ ეტაპზე ჩვენ გვყავს 49 ინფიცირებული პაციენტი. მათი მდგომარეობა სტაბილურია, მძიმე პაციენტები აღარ გყვავს, ძირითადად საშუალო სიმძიმის, მცირე რაოდენობა მათში არის მსუბუქად მიმდინარე“, – განაცხადა ეზუგბაიამ.