მარინა ეზუგბაია - კონტროლირებადი მატებით, მივიღეთ ახალი შემთხვევების კლება, თუ ეს შეგვინარჩუნდება, ვიტყვით, რომ დაბრკოლება, რასაც კორონავირუსი ჰქვია, ამ ეტაპზე გადავლახეთ
შეიძლება, პიკის პერიოდი იყო წინა ერთი კვირა და ეს პიკი არ გაგრძელდა, არ გამკაცრდა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
როგორც მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, თუ მაისის თვეშიც ასეთი მცირე რაოდენობით იყო შემთხვევების მატება, დაბრკოლება, რასაც კორონავირუსი ჰქვია, ამ ეტაპზე გადალახული იქნება.
„როცა არის ზომიერი, კონტროლირებადი მატება, დინამიკა ყოველთვის უნდა იყოს უკეთესი და ეს დასტურდება ბოლო ორი კვირის მონაცემებით. კონტროლირებადი მატებით ჩვენ ციფრების შემცირება მივიღეთ ახალი დადასტურებული შემთხვევების. ვნახოთ, ეს თუ შეგვინარჩუნდება და ასე გავივლით მაისს ერთნიშნა ციფრებით, ალბათ ვიტყვით, რომ დაბრკოლება, რასაც კორონავირუსი ჰქვია, ამ ეტაპზე გადავლახეთ “, – განაცხადა ეზუგბაიამ.