მარინა ეზუგბაია - კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან
კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამ ჩეხ ტურისტს, რომლებიც გუდაურში იმყოფებოდნენ, კორონავირუსი დაუდასტურდა.
„ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან ჩვენს კლინიკაში. ეს არ არის სწორი ინფორმაცია, რადგან ყველა დადასტურებული შემთხვევა მოდის ძირითადად ჩვენს ცენტრში. 28 პაციენტი არის ჩვენთან და თუ არ ვცდები, ხუთი სხვა კლინიკებშია. მათ შორის ჩეხეთის მოქალაქე არცერთი არ არის. ჩეხეთის მოქალაქეებთან კორონავირუსზე დასტური არ არის მიღებული“, – განაცხადა ეზუგბაიამ.