მარინა ეზუგბაია - ინფექციური საავადმყოფოს არც ერთი მძიმე პაციენტის მდგომარეობა არ გაუარესებულა, სიტუაცია მართვადია
მარინა ეზუგბაია - ინფექციური საავადმყოფოს არც ერთი მძიმე პაციენტის მდგომარეობა არ გაუარესებულა, სიტუაცია მართვადია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ დრისათვის მათ კლინიკაში მყოფი მძიმე პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, ცენტრში მყოფი არც ერთი პაციენტის მდგომარეობა გაუარესებულა.

„ცენტრში მყოფი პაციენტების მდგომარეობა არც ერთის არ გაუარესებულა. ჩვენი ორი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა, რომელთაც პნევმონია აქვთ, სტაბილურია, სუნთქვის გაძნელების გარეშე არიან. გვყავს მძიმე პნევმონიებით დაახლოებით ექვსი-შვიდი პაციენტი, მათი მდგომარეობაც სტაბილურია, ჯერ ჯერობით არ პროგრესირებს, სიტუაცია მართვადია. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

​მისივე თქმით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულ იშვიდი მოზარდი მკურნალობს.

„ექვსი პაციენტიდან, რომელიც დღეს შემოვიდა, ერთ-ერთი მოზარდია. ექვს მოზარდს დაემატა მეშვიდე მოზარდი, მაგრამ მისი მდგომარეობაც არ არის საგანგაშო. არსებული მონაცემებით, საშუალოზე მსუბუქია. ვნახოთ, გაფართოებული კვლევებით, სუბიექტურ-ობიექტური მონაცემების შეჯერებით დინამიურად გეტყვით, შემდეგ როგორი მდგომარეობა იქნება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.