მარინა ეზუგბაია - ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ შემოსული ხუთი პაციენტიდან ერთი არის საყურადღებო
მარინა ეზუგბაია - ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ შემოსული ხუთი პაციენტიდან ერთი არის საყურადღებო

ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ შემოსული ხუთი პაციენტიდან ერთი არის საყურადღებო, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„გუშინ პირველი დღე იყო. შეფასდა კლინიკური მდგომარეობა ლაბორატორიულ მონაცემებთან ერთად. ამ შეფასებით, ერთ-ერთის მდგომარეობა უფრო შედარებით მძიმეა, სადაც შესაძლებელია დადგეს დაავადების პროგრესირება. დღეს ჩატარდება მასთან კვლევები დინამიკაში მოხდება სუბიექტურ-ობიექტური და კლინიკური მონაცემების შეჯერება და შეფასება. ამის მიხედვით შეგვეძლება ვთქვათ, რომ დასტაბილურდა პროგრესირებს თუ ა.შ.“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 30 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ხუთ პირს ინფექცია გუშინ დაუდასტურდა.