მარინა ეზუგბაია - იმედი გვაქვს, პიკის პერიოდსაც გავუმკლავდებით, კვლავ გვექნება შემთხვევების ზომიერი, კონტროლირებადი მატება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, არსებული შედეგებიდან გამომდინარე ჩანს, რომ საქართველო კორონავირუსის პრობლემას უმკლავდება.
მარინა ეზუგბაია იმედოვნებს, რომ პიკურ პერიოდში შემთხვევების ზომიერი, კონტროლირებადი მატება შენარჩუნდება.
„ამ დაავადებასთან დაწყებული ბრძოლიდან, თებერვლის პირველი რიცხვებიდან დღემდე არსებული შედეგებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ქვეყანა მზად არის და უმკლავდება ამ პრობლემას უკვე სამი თვეა. იმედი გვაქვს, ამ პიკის პერიოდსაც ასევე გავუმკლავდებით, გარკვეულწილად გავივლით ისე, რომ კვლავ გვექნება ზომიერი, კონტროლირებადი მატება, რომელიც ჩვენს ქვეყანას რყევებში არ შეიყვანს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.