მარინა ეზუგბაია - გვაქვს სტაბილური სიტუაცია, კორონავირუსის შემთხვევების მატება კვლავ ზომიერი, კონტროლირებადია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების მხრივ ქვეყანაში სტაბილური სიტუაციაა.
ეზუგბაიას განმარტებით, ბოლო 10 დღეა, შემთხვევების ზომიერი, კონტროლირებადი მატება ფიქსირდება.
„დაგვემატა სამი ახალი დადასტურებული შემთხვევა, ამ ეტაპზე გვყავს 738 დადასტურებული, 16-ით მოიმატა გამოჯანმრთელებულების რიცხვმა და გახდა 573. ეს დაახლოებით 78 პროცენტია ინფიცირებულებიდან. ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრებში 153 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 408-ით აჭარბებს ამჟამად მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს“,- განაცხადა ეზუგბაიამ.