მარინა ეზუგბაია - ბოლო 24 საათის მონაცემებით, ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა დაგვემატა, გამოჯანმრთელდა კიდევ 19 პაციენტი
საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 713-ს შეადგენს, მათ შორის კი, გამოჯანმრთელებულია 475 პაციენტი. ამის შესახებ ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისი თქმით, გუშინ დილით ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 702 დადასტურებული შემთხვევა იყო, რასაც 11 დაემატა და ამ დროისთვის 713 დადასტურებული შემთხვევაა.
„გამოჯანმრთელებულების რიცხვი იყო 456, გამოჯანმრთელდა დამატებით კიდევ 19 პაციენტი და ახლა ამჟამად არის 475 გამოჯანმრთელებული“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
ამასთან, მისი თქმით, „კოვიდცენტრებში“ 226 პაციენტი მკურნალობს.