მარინა ეზუგბაია - 17 აპრილის დილის მონაცემებთან შედარებით, გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა შვიდით გაიზარდა
17 აპრილის დილის მონაცემებთან შედარებით, საქართველოში „კოვიდ-19“-ისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა შვიდით გაიზარდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
როგრც მან აღნიშნა, აქედან 50 თბილისის ინფექციური კლინიკის პაციენტია.
„როგორც იცით, გუშინ დილას საქართველოში იყო „კოვიდ-19“-ის 370 დადასტურებული შემთხვევა. დღეს დაგვემატა 15 ახალი შემთხვევა და გვაქვს 385. ასევე დაგვემატა გამოჯანმრთელებულებიც – შვიდი გამოჯანმრთელებული. ჯამში იყო 77 და გახდა 84. ამ გამოჯანმრთელებულებში 50-ზე მეტი ჩვენი პაციენტია. დადასტურებულ შემთხვევებშიც ჩვენ უკვე გადავაცილეთ 100-ზე მეტ პაციენტს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
რავ შეეხება ახალ პაციენტთა ინფიცირების წყაროებს, მისი თქმით, ჯერ დაზუსტებული არ არის.
„არ არის ცნობილი წყაროები. ძირითადად არის ის ძველი წყაროებიდან და პლიუს შიდა გავრცელებაა. ყველა ახალი შემთხვევის მოკვლევა უნდა მოხდეს და მოკვლევის შემდეგ შეიძლება, ლაპარაკი წყაროზე. ასე რომ, ყველა ახალ შემთხვევას, რამდენიმე დღე უნდა, რომ დავარქვათ სახელი, საიდან არის წყარო“, – განაცხადა ეზუგბაიამ.